ჩვენ შესახებ

ShopDonation არის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური ინიციატივების ფინანსურ მხარდაჭერას. კომერციული მოგების გადანაწილებით გვსურს საზოგადოებაში სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა წავახალისოთ. დეტალურ ინფორმაციას თუ როგორ მუშაობს ShopDonation-ი, გაეცანით აქ.

გამჭვირვალობა

ჩვენთვის პრიორიტეტულია ShopDonation-ის კონცეფცია იყოს აბსოლუტურად გამჭვირვლე და ავტომატიზირებული. ShopDonation-ის გუნდს დამხმარე როლი აქვს, რომ სისტემამ ხარვეზების გარეშე, დეცენტრალიზირებულად იმუშაოს.

ჩვენ, ShopDonation-ის გუნდს, არ შეგვიძლია შემოსული საკომისიოს რაოდენობის შეცვლა - ეს რაოდენობები ჩვენს სისტემაში შეჰყავთ ონლაინ მაღაზიებს, რაც შემდეგ ავტომატურად გარდაიქმნება შემოწირულობებად. ამ სტრუქტურის დამსახურებით, სისტემა დამოუკიდებლად მუშაობს და ყველას ინდივიდუალურად შეუძლია ამის შემოწმება.


ქომიუნითი

ამ სისტემას ცვლილების მოხდენა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც სოციალური პრობლემებით დაინტერესებული მოქალაქეები მოიხმარენ. რის გამოც მიგვაჩნია, რომ მომხმარებლები ShopDonation-ის „თანა-მფლობელები“ არიან, შესაბამისად, მათი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ShopDonation-ქომუნითის და სხვათა უკუკავშირის წყალობით საგრძნობლად განვავითარეთ სისტემა, მოვარგეთ მოთხოვნას, რამაც ჩვენს სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი. მსგავსი უკუკავშირები უდიდეს ენგერგიას გვაძლევს, რომ მაქსიმალურად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ShopDonation-ის კონცეფცია.



 

გრძელვადიანი თანამშრომლობა

ვიმედოვნებთ, რომ Shopdonation დაამყარებს გრძელვადიან კავშირსა და პარტნიორობას სოციალურ ინიციატივებთან. ხალხი, რომელიც ასეთი წამოწყებების უკან დგას, ქმნის უკეთეს სამყაროს და ჩვენ ვამაყობთ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, ShopDonation ასეთ ხალხს აერთიანებს და ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს.

Shopdonation-ის საერთაშორისო გუნდი შედგება კრეატიული და შრომისმოყვარე ხალხისგან, რომელთაც სწამთ იმ იდეის, რომლის გარშემოც უკვე არაერთ ქვეყანაში გაერთიანდნენ კომპანიები, მომხმარებლები და სოციალური ინიციატივები.

დაგვეხმარეთ Shopdonation-ის ცნობადობის გაზრდაში!

ShopDonation ყოველწლიურად იზრდება და უფრო წარმატებული სტარტაპი ხდება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის ამ წამოწყების შესახებ. უამბეთ Shopdonation-ის შესახებ თქვენს ახლობლებს - ამით ჩვენს სოციალურ სტარტაპს ნამდვილად დაეხმარებით.

ვინაიდან, ჩვენი შემოსავლის დიდი ნაწილი სოციალური ინიციატივებს გადაეცემა, shopdonation-ს არ გააჩნია მარკეტინგის ბიუჯეტი მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო რეკლამებისა და მასშტაბური კამპანიებისთვის. ცნობადობა იმ ხალხისა და კომპანიების ჩართულობით იზრდება, რომლებიც ჩვენი იდეის ქვეშ გაერთიანდნენ. შესაბამისად, რაც უფრო გაიზრდება შემომწირველთა რაოდენობა, მით მეტი ადამიანი გაიგებს Shopdonation-ის საქმიანობის შესახებ. ამით კი, ჩვენ გვჯერა, რომ სამყაროში დიდ ცვლილებებს მოვახდენთ!

თქვენი ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

კოლაბორაცია

ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. თუ გაქვთ შემოთავაზება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, დაგვიკავშირდით info@shopdonation.ge;